- საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 186-ე კმ-ზე, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, ხიდზე მიმდინარე მალის ნაშენის სამონტაჟო სამუშაოების გამო, 2024 წლის 13 ივნისს, 02:00-დან 05:00 საათამდე, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა შეჩერდება 15-20 წუთიანი ინტერვალით გზის სავალი ნაწილის ორივე ზოლზე.