მირანდა მესხი: ცაიშში, შუალედური არჩევნები ჩატარდა მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში


#67-ე ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის განმარტებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში, შუალედური არჩევნები ჩატარდა მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში. “ცაიშშის მაჟორიტარულ ოლქში, სამ საარჩევნო უბანზე, სულ, რეგისტრირებული იყო 2819 ამომრჩეველი,

 აქედან, მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა შეადგენს 1337 ამომრჩეველს, პროცენტულად 47, 43%–ს. თითოეულმა მოქალაქემ შესძლო, თავისუფლად, დაუბრკოლებლად, გამოეხატა თავისი კონსტიტუციური უფლება. რაც შეეხება უბნებიდან შემოსულ წინასწარ შედეგებს, ლიდერობს „ქართული ოცნების“ კანდიდატი”. მირანდა მესხის თქმით, უმნიშვნელო რაოდენობის საჩივრებია დაფიქსირებული. ადგილი ჰქონდა მცირე, პროცედურულ გადაცდომებს. „ოლქი იმსჯელებს კანონით დადგენილ ვადებაში ამ საჩივრებზე”.

ცაიშის დეპუტატობისთვის სამი პარტიის წარმომადგენელი იბრძოდა. “ქართული ოცნებიდან” თენგიზ ალმასია, „ევროპული საქართველოდან“ გოდერძი კუკავა, „თავისუფალი საქართველოდან“ ბაჩუკი ნარუშვილი.

ცაიშში არჩევნები საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო დაინიშნა. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არჩეული ცაიშის მაჟორიტარი თამაზ ჟორჟოლიანი გასული წლის 2 ნოემბერს ტრაგიკულად დაიღუპა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!