დღეს, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „საუნჯეს“ ოფისში გაიმართა კვლევის „დევნილის შემწეობის მნიშვნელობა იძულებით გადაადგილებულ პირთათვის და მათი დამოკიდებულება შემწეობის რეფორმის საკითხზე“ შედეგების პრეზენტაცია.
გამოკითხულ იქნა 235 რესპოდენტი. კვლევა ჩატარდა ზუგდიდში, ფოთში და გალში. „საუნჯის“ გამგეობის თავმჯდომარის იაგო ფასანძის განმარტებით, დევნილთა 90% მიიჩნევს, რომ მათ არ აქვთ საარსებო წყაროები და მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დევნილთა შემწეობის შენარჩუნება. იაგო ფასანძის ინფორმაციით, დევნილთა 70% არ გააჩნიათ ინფორმაცია იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და დევნილთა სამინისტროს მიერ შემუშავებული 4 ალტერნატივის შესახებ. „ქვეყანაში არსებული მდგომარეობა ვერ უზრუნველყოფს მათ ეკონომიკურ განვითარებას, კეთილდღეობას, შესაბამისად ისინი სრულიად არიან დამოკიდებულები დევნილთა შემწეობაზე.“[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=JGnaAb6T9pM[/embedyt]
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა შემოსავლის ძირითად წყაროდ დევნილის შემწეობას მიიჩნევს. კითხვაზე რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ე.წ. დევნილის შემწეობა. გამოკითხულთა 23% ამბობს, რომ 180 ლარია. რაში ხარჯავენ დევნილის შემწეობას, რესპოდენტთა 68,9% ამბობს, რომ საკვებ პროდუქტებზე. აქვთ თუ არა ინფორმაცია დევნილის შემწეობის შესაძლო რეფორმის შესახებ, გამოკითხულთა 60% არ აქვს ინფორმაცია.
დღევანდელ შეხვედრაზე იმყოფებოდა „სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი რუსუდან პაჭკორია. მისი თქმით, დევნილის შემწეობის რეფორმა ძალიან სერიოზული საკითხია, რომელიც აუცილებლად ინფორმირებულ გადაწყვეტილებას საჭიროებს. „მათი შეხედულებების მოსმენა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ვფიქრობ, მოუმზადებლად რადიკალური მეთოდებით და ფაქტის წინაშე დევნილი საზოგადოების განყენებით, ჩვენ მივიღებთ ძალიან ბევრ უკმაყოფილო ადამიანს, ამიტომ ამას სჭირდება სერიოზული მომზადება, თუმცა სამართლებრივი თთვალსაზრისით უკვე დიდი ხანია გაწერილია დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიაში, რომ სტატუსიდან საჭიროებაზე უნდა გადავიდეთ და მხოლოდ იმ ადამიანებს მიეცეთ სოციალური დახმარება ვისაც ამის საჭიროება გააჩნიათ და არასტატუსიდან გამომდინარე“.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=BL6igr9PItM[/embedyt]
კვლევის ანგარიში წარმოდგენილი იქნა „საუნჯეს“ პროექტის „მოქალაქეთა ჩართულობა დევნილის შემწეობის რეფორმის პროცესში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ლტოლვილტა დანიის საბჭოს და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდის (CISU) მხარდაჭერით პროექტის „სამართლიანი საზოგადოებსიკენ“ ფარგლებში.