საკრებულოების პირველი სხდომები იწყება


ხვალ, დილის 10.00  საათზე, გაიმართება თვითმმართველი ქალაქი ზუგდიდის თემის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომა, 15.00-ზე კი შედგება თვითმმართველი ზუგდიდის ქალაქის საკრებულოს სხდომა.  სარწმუნო წყაროს ცნობით, თვითმმართველი ქალაქ ზუგდიდის თემის საკრებულოს თავმჯდომარედ არჩეულიქნება ლაშა გოგია /,,ქართული ოცნება”/, ხოლო ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარედ მერაბ ქვარაია /,,ქართული ოცნება”/. ხვალვე, ორივე საკრებულოში არჩეულიქნებიან კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები.

ინფორმაციისათვის: ორივე საკრებულოში უმრავლესობას წარმოადგენენ ,,ქართული ოცნების” წევრები და სავარაუდოდ, ისინი დაიკავებენ საკვანძო თანამდებობებსაც.

თემის საკრებულოს პირველი სხდომა ჩატარდება ზუგდიდის რაიონის გამგეობის შენობაში, ხოლო ქალაქის საკრებულოს სხდომა ყოფილი საკრებულოს შენობაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!