საინფორმაციო აქცია ოჯახში ძალადობის შემცირებისთვის


ზუგდიდში, ცენტრალურ ბულვართან, ოჯახში ძალადობის შემცირების მიზნით, საინფორმაციო აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორი იყო ტრეფინკინგის სახელმწიფო ფონდი, ოჯახში ძალადობის შემცირების პროექტთან ერთად, რომელსაც იუესაიდი ახორციელებს. აქციის მონაწილეებს ხელთ ეჭირათ ტრანსფარანტები შემდეგი წარწერით: „მამა! მე აქ ვარ, მე ვხედავ”! „დედა მაჩუქე სიმშვიდე“, „დედა, მამა ვიმსახურებ ბავშვობას!” „გამოსავალი არსებობს“, “აიხილე თვალები შეაჩერე ძალადობა“. პროექტის წარმომადგენელმა სოფიო კერესელიძემ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ ყველა, მსხვერპლ ქალს მოუწოდებენ დარღვიონ დუმილი, მათთვის ხელმისაწვდომია ძალიან ბევრი სახელმწიფო სერვისი, რომელიც რეალურად მისცემს მათ ცხოვრების ხელახლა დაწყების შესაძლებლობას. „სწორედ ამიტომ, დღეს, ჩვენ, ძალიან მრავალფეროვანი და მხიარული აქციით გვინდა გამოვეხმაუროთ ძალიან რთულ პრობლემას და მივცეთ ყველა ადამიანს შესაძლებლობა, რომ ინფორმაცია ჰქონდეს ამ სერვისების შესახებ.“ კერესელიძის ინფორმაციით, ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდი ოჯახში ძალადობის მსხვერპლს სთავაზობს შემდეგი სახის მომსახურებებს: სადღეღამისო საცხოვრისი (თავშესაფარი), ფსიქოლოგიურ-სოციალური რეაბილიტაცია, პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურეობის  ორგანიზება, მიღებას, სამართლებრივ დახმარებას და საჭიროების შემთხვევაში, თარჯიმნით მომსახურებას.

IMG_3601

საინფორმაციო აქციები მოეწყობა სხვა რეგიონებში და თბილისში.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!