ზუგდიდის საარჩევნო ოლქში 12 საათის მონაცემებით კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 20 ათას 310-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 16,81%-ია გვითხრა ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა. მისი თქმით, ამ დროისათვის 8 საჩივარია დაწერილი.
დღეს, საქართველოში პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას იღებს პრეზიდენტობის 2 კანდიდატი: #5 გრიგოლ ვაშაძე და #48 სალომე ზურაბიშვილი.