12 ნოემბრიდან 16 ნოემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი


  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 ნოემბერს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნდება ნალექიანი ამინდი.

12 ნოემბრიდან 16 ნოემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 11-12 ნოემბერს +10, +15 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 13-15 ნოემბერს +17, +22 გრადუსამდე დათბება.

11-12 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +6, +11 გრადუსი იქნება. შემდგომში, 16 ნოემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში 11-12 ნოემბერს (ძირითადად ღამისა და დილის საათებში) შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ტემპერატურა +9, +11 გრადუსი იქნება, შემდგომში კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +14, +16 გრადუსამდე მოიმატებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!