- 12 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მოციქულის, ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეს – იმედის დღეს აღნიშნავს.
ანდრია პირველწოდებულის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია წელიწადში ორჯერ ზეიმობს – 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის, ხოლო 13 დეკემბერს მისი გარდაცვალების დღეს.