12 საათის მონაცემებით ზუგდიდში 20 ათას 310-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა


ზუგდიდის საარჩევნო ოლქში 12 საათის მონაცემებით კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 20 ათას 310-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 16,81%-ია გვითხრა ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა. მისი თქმით, ამ დროისათვის 8 საჩივარია დაწერილი. 

დღეს, საქართველოში პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას იღებს პრეზიდენტობის 2 კანდიდატი: #5 გრიგოლ ვაშაძე და #48 სალომე ზურაბიშვილი.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!