ზუგდიდის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარის შოთა თოდუას ოჯახს, ზუგდიდის მერია 1000 ლარს გადასცემს- აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, დღეს, ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ განაცხადა.
შოთა თოდუა 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ომის დაწყების პირველივე დღიდანვე, ის ფრონტის წინა ხაზზე იყო. ის იბრძოდა უკრაინის ფრონტზე, მარშალ კონევის არმიაში, იყო შორსმტყორცნელი დივიზიის ზემდეგი, 1942 წელს მიიღო ჭრილობა, მაგრამ არ დაუტოვებია ბრძოლის ველი. შოთა თოდუამ ბრძოლებით გაიარა პოლონეთი, ჩეხოსლოვაკია.შ. თოდუა 9 მაისს ბერლინში შეხვდა. ის სამშობლოში 1947 წელს დაბრუნდა. დაბრუნების შემდეგ, 13 წელი, იმუშავა შსს–ში, შემდგომ კი, წლების განმავლობაში, იყო ვეტერანთა საბჭოს თავმჯდომარე.