ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს, ყოველთვიურად, სატელეფონო საუბრებისათვის, დაუწესდა 100 ლარიანი ლიმიტი. 80 ლარის ფარგლებში ისაუბრებს თავმჯდომარის მოადგილე. 5 კომისიის თავმჯდომარისათვის გამოყოფილია 250 ლარიანი სატელეფონო საუბრების ლიმიტი. 200 ლარს დასჯერდება 4 ფრაქციის თავმფდომარე. საკრებულოს აპარატის სატელეფონო საუბრების ლიმიტი 50 ლარია. ქალაქის საკრებულოს 15 თანამშრომელი 300 ლარიან სატელეფონო ლიმიტს გაინაწილებს.