- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 10 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით, ზუგდიდი-ანაკლიის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის შ. რუსთაველის ქუჩის მონაკვეთზე, კერძოდ ჩხოუშიის ხიდიდან ე.წ კუჩხობონის ხიდამდე გზის სავალი ნაწილი სრულად შეიზღუდება.
ავტოსატრანსპორტო საშუალებებს (დაბალი ზონიდან მოძრავი) შეუძლიათ ისარგებლონ შ. ხუბულავასა და ასევე დ. თავდადებულის ქუჩებით. ქალაქიდან გასვლისას ავტოსატრანსპორტო საშუალებები ისარგებლებენ მარცხენა სანაპიროს-დუტუ მეგრელის-მესხიასა და ქუთაისის ქუჩებით.