ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის ინფორმაციით, 10 საათის მონაცემებით, ზუგდიდში ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 5. 75%, რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთარი არჩევანი 6 954 მოქალაქემ დააფიქსირა.ზუგდიდში 107 საარჩევნო უბანია გახსნილი. დღეს, საქართველოში პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას იღებს პრეზიდენტობის 2 კანდიდატი: #5 გრიგოლ ვაშაძე და #48 სალომე ზურაბიშვილი.