- საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ელი ოქტომბრიდან თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის სკოლების I-დან VI კლასის ჩათვლით მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებიდან გააგრძელებენ, დანარჩენი კლასის მოსწავლეები კი ონლაინ რეჟიმში.
“ყველგან, სადაც დღეს, დისტანციურად მიმდინარეობს სწავლა, გარდა აჭარის რეგიონიდან, პირველი ოქტომბრიდან, პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეები ფიზიკურად საკლასო ოთახებში დაიწყებენ სწავლას. ეს ეხება თბილისს, ქუთაისს რუსთავს და ზუგდიდს. რაც შეეხება ფოთს და გორს, პირველი ოქტომბრიდან სწავლა სკოლებში გაგრძელდება ყველა კლასში, ამ ეტაპზე, უმაღლეს სასწავლებლებში დისტანციურად გაგრძელდება სწავლა”- განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა.