1-4 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება


  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 – 4 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +5, +10 გრადუსია მოსალოდნელი. 3 – 4 მარტს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 5 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და დათბება.

თბილისში 2 მარტს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 3 – 5 მარტს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 3 – 4 მარტს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 1 – 4 მარტს დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება, 5 მარტს კი შედარებით დათბება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!