- გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 ოქტომბრამდე დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსის ფარგლებში იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში 27-28 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +20, +25 გრადუსი დაფიქსირდება. 29-30 სექტემბერს კი მოიღრუბლება და დროგამოშვებით იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა +13, +18 გრადუსამდე დაიკლებს.
თბილისში 27-28 სექტემბერს უნალექო ამინდი იქნება. ტემპერატურა +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება. 29-30 სექტემბერს მოიღრუბლება და დროგამოშვებით იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა +16, +18 გრადუსამდე დაიკლებს.