- 1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბოტანკური ბაღი გთავაზობთ მრავალფეროვან კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებებს.
ბოტანიკურ ბაღში მოსულ პატარა სტუმრებს, გართობასთან ერთად საჩუქრებიც ელოდებათ.
14:00 – 14:30 – შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატული თეატრი – საბავშვო სპექტაკლი „ოქროს წიწილი“.
14:00 – 18:00 – სამხატვრო სტუდია „ნიკალა“-ს მოსწავლეების ნახატების გამოფენა.
14:00 – 18:00 – დადიანების ისტორიულ არქიტექტურული მუზეუმის გამოფენა სახელწოდებით: „საუკუნოვანი მუზეუმი“.
14:00 -17:00 – ტექნო-პარკის ინოვაციები.
14:00 – 18:00 – კარიკატურის მხატვრები და სახის მოხატვა.
14:00 – 18:00 – თექის სახელოსნო „იალაღი“-ს მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა.
14:00 – 18:00 – ორკოლ სტუდია – ნამუშევრების გამოფენა.
14:30- 15:30 -ზუგდიდის ბიბლიოთეკების მართვის ცენტის საბავშვო ღონისძიება და ზუგდიდის ამერიკული კუთხის STEM აქტივობები და აზოტის შოუ.
15:00 –16:00 – მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელების საკონცერტო პროგრამა.
16:00 – 16:30 – „ფოტო მარათონი 2025“ გამარჯვებულების დაჯილდოება.
16:30 -18:30 – ბიგ დეის ანიმაციური გმირების გასართობი პროგრამა და ქაფის შოუ.
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღში შესვლა უფასო იქნება.