- გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 ივლისამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +26, +31 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოში 26-27 ივნისს დროგამოშვებით იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა ტემპერატურა +23, +28 გრადუსი იქნება.
28 ივნისს დღისით შედარებით გამოიდარებს, 1 ივლისამდე ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია მხოლოდ ზოგიერთ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსამდე მოიმატებს.
თბილისში 26-28 ივნისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება. 28 ივნისს დღისით გამოიდარებს და 1ივლისამდე მცირე წვიმა შესაძლოა მხოლოდ ღამისა და საღამოს საათებში აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსამდე მოიმატებს.