- 1 იანვარს, ზუგდიდში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, თავისუფლების მოედანზე, საახალწლო ღონისძიება გაიმართება.
მთელი დღის განმავლობაში ჩატარდება სხვადასხვა გასართობი ღონისძიება.
მოეწყობა საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, თოჯინების თეატრი, აზოტის შოუ.
ზეიმი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.
საღამოს კი ნოდარიკო ხუციშვილი და ბენდი ჯგუფი ,,შერეკილები“ დაასრულებს.