- დღეიდან, 1 ივლისიდან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფები გაიზარდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული გადაწყვეტილების თანახმად, ფასები მარშრუტების მიხედვით შემდეგნაირად შეიცვალა:
- შიდა საქალაქო მიმოსვლა: მგზავრობის ღირებულება 50 თეთრის ნაცვლად, 80 თეთრი გახდა.
- სარეისო მიმართულებები (სოფლები): სადაც ტარიფი 70 თეთრი იყო, 1.00 ლარამდე გაიზარდა, ხოლო 1.00-ლარიანი მგზავრობა 1.50 ლარი გახდა.
