1 ივლისამდე საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი


  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 ივლისამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +26, +31 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოში 26-27 ივნისს დროგამოშვებით იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა ტემპერატურა +23, +28 გრადუსი იქნება.

28 ივნისს დღისით შედარებით გამოიდარებს, 1 ივლისამდე ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია მხოლოდ ზოგიერთ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში 26-28 ივნისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება. 28 ივნისს დღისით გამოიდარებს და 1ივლისამდე მცირე წვიმა შესაძლოა მხოლოდ ღამისა და საღამოს საათებში აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსამდე მოიმატებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 19 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!