№14 საბავშვო ბაღში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს


  • სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია:

“ზუგდიდის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის გადაწყვეტილებით, ქალაქის №14 საბავშვო ბაღში მომხდარი ინციდენტის მონაწილე აღმზრდელს ე.მ-ს უფლებამოსილება შეუჩერდა.

ცენტრის რეაგირება იყო მყისიერი, უფლებამოსილების შეჩერებასთან ერთად, ბავშვის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ ეცნობა პოლიციას. მიმდინარეობს გამოძიება.

სსდმ ცენტრი სასტიკად გმობს მომხდარ ფაქტს, გამოთქვამს მზაობას, აქტიურად ითანამშრომლოს გამოძიებასთან და დაიცვას აღსაზრდელის უფლებები.

ინფორმაციის მიღებისთანავე ადგილზე იმყოფებოდნენ ჩვენი ცენტრის იურისტი და ცენტრის დირექტორის მოადგილე. ჩვენს მთავარ მიზანს ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოში სკოლამდელი განათლების მიღება წარმოადგენს. ის კი, ვინც ამ მიზნებს ხელს უშლის, კანონის შესაბამისად უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.”

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდის მე-14 საბავშვო ბაღის აღმზრდელმა ე.მ. აღსაზრდელზე იძალადა. არსებობს ფაქტის ვიდეო ჩანაწერი და საქმესთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 30 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!