ჰობი, რომელიც ბიზნესად იქცა


  • დიანა ფასანძე ხელნაკეთი ნივთების თვითნასწავლი ოსტატი გახლავთ. იგი წარმოშობით აფხაზეთიდანაა, ათი წლიდან კი ზუგდიდში ცხოვრობს

„ზუგდიდელები“ ახალგაზრდა კრეატიული ნამუშევრების შემქმნელს, მის სახელოსნოში ესტუმრა. სახელოსნო მორთულია სხვადასხვა ულამაზესი ხელნაკეთი ნივთით.

-პირველად, როდის დაინტერესდით ამ საქმით?

-სკოლის ასაკში, შრომის გაკვეთილზე გვასწავლიდნენ კერვას და ქსოვას. მინდა გითხრათ, რომ ქსოვა განსაკუთრებით მომწონდა. მახსოვს, პირველად ჟაკეტი და წინდები მოვქსოვე ცოტა მოგვიანებით, ვცადე სხვა სახის ხელნაკეთი ნივთების შექმნა, რაც საკმაოდ კარგად გამომივიდა. თანდათანა ეს საქმე ჩემს ჰობად იქცა. ვატარებდი ექსპერიმენტებს და ყოველ ჯერზე ჩემი ნამუშევრები იხვეწებოდა. ამასობაში ვისწავლე უამრავი ლამაზი საგნის შექმნა.

  • -ძირითადად რა სახის ნივთებს ამზადებთ და რა მასალას იყენებთ?

-სხვადასხვა ნივთებს ვაკეთებ, როგორიცაა ლარნაკი, ზარდახშა, მატიკები, ჩანთები და სადღესასწაულო დეკორატიული ნივთები. მასალად ვიყენებ კანაფის ძაფს, თოკს, ჯვალოს ნაჭერს, თექას და მძივებს. თავდაპირველად ნივთებს ჩემთვის ვქმნიდი, შემდეგ მეგობრების დაჟინებული თხოვნთ დავიწყე რეალიზაცია და მივიღე საერთო გამოფენაში მონაწილოება, რომელიც გაიმართა ჩვენს ქალაქში, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. ბევრს მოეწონა ჩემი ხელნაკეთობები და ყურადღების ცენტრში მოექცა. ზუგდიდში, სტუმრად მყოფ ელჩს, მოეწონა ჩემი ნამუშევარი და შეიძინა.

-ამის შემდეგ, სოციალურ ქსელში გახსენით გვერდი Dia’s Hand Made…

-გამოფენამ მომცა მოტივაცია და სტიმული, გამეხსნა ფეისბუქგვერდი Dia’s Hand Made. გამოფენებისა და სოციალური მედიის დახმარებით, შევქმენი ჩემი აუდიტორია. დღეისათვის, საკმაოდ ბევრი შეკვეთა მაქვს, რაც ძალიან მიხარია. მართალია, პანდემიის პერიოდში, ხშირად ვერ ვახერხებდი საჭირო მასალის შეძენას, თუმცა ყველანაირად ვცდილობ დროულად მივაწოდო ხალხს შეკვეთილი ნივთები, პირად მისამართზე გაგზავნის, ან ფოსტის საშუალებით.

-როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

-მომავალში ვაპირებ, დაფინანსების მოპოვებას და ჩემს ქალაქში პერსონალური გამოფენის მოწყობას.

სპეციალურად „ზუგდიდელებისთვის“

ინგა ახალაია


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!