ჯუმის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა


  • ჯუმის ადმინისტრაციულ ერთეულში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და შშმ პირებისთვის ადაპტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა.

ახალი საბავშვო ბაღი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ, მერის მოადგილე მაიზერ ნანავამ და სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორმა ხათუნა თოლორაიამ გახსნეს.

მამუკა წოწერიას განმარტებით, მუნიციპალიტეტის მერიისთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს სააღმზრდელო და სასწავლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განახლება, შესაბამისად ამ მიმართულებით სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება. მისი თქმით, ჯუმის საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი. მოეწყო სათამაშო მოედანი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ ჭაბურღილს. “ვულოცავ ჯუმის მოსახლეობას და აღსაზრდელებს. ისინი გააგრძელებენ კეთილმოწყობილ, შესაფერის გარემოში სააღმზრდელო სასწავლო პროცესს.”

სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტის ხელმძღვანელმა ხათუნა თოლორაიამ აღნიშნა, რომ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის მთავარი პრიორიტეტია თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საბავშო ბაღების მშენებლობა. “მინდა სოფლის მოსახლეობას, აღსაზრდელებს მივულოცო ახალი საბავშო ბაღი. მინდა ჩვენს პატარა აღსაზრდელებს ვუსურვო ნათელი მომავალი. მშვიდობიან ქვეყანაში ეცხოვროთ.”

ჯუმის საბავშვო ბაღის გამგის ხათუნა თოდუას თქმით, ახალი ბაღის გახნას წლების განმავლობაში ელოდებოდნენ და დღევანდელი დღე მათთვის დღესასწაულია. “ეს დღე ყველას გვიხარია. ნანატრი დღეა. წლების განმავლობაში ველოდებოდით. ჩვენს აღსაზრდელებს შეუძლიათ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ გარემოში მიიღონ განათლება. მინდა მადლობა გადავუხადო მუნიციპალიტეტის მერს ბატონ მამუკა წოწერიას, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტის ხელმძღვანელლს ქალბატნ ხათუნა თოლორაიას და მის შესანიშვან გუნდს. ვულოცავ ამ შესანიშნავ დღეს, ჯუმის მოსახლეობას, აღსაზრდელებს და პედაგოგებს”.

პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა და მისი ღირებულება 800 000 ლარამდეა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!