უახლოეს დღეებში, ქალაქის არქიტექტურის სამსახურიდან ნებართვის მიღების შემდეგ , “ჯიჯი” შეუდგება ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 4 სართულიანი კორპუსის მშენებლობას, რომელიც მიერთებული იქნება “ჯიჯის” შენობას, სადაც მომავალში განთავსდება პროფესიული სასწავლებელი. აუდიტორიები ტრადიციულად იქნება “ჯიჯის” სტანდარტების შესაბამისი და აღჭურვილ იქნება თანამედროვე დანადგარებით . პროფესიულ სასწავლებელში რეგიონისთვის საჭირო და მოთხოვნად სპეციალობებს შეასწავლიან გამოცდილი და კვალიფიციური კადრები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჯიჯის უნიკალური , კლასიკური ფასადი შეერწყმება თანამედროვე შუშის კორპუსს.