ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში საპროტეტსტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა, გზის გადაკეტვა სცადეს, მაგრამ სამართალდამცავებმა ამის საშუალება არ მისცეს. ადგილობრივები ითხოვენ, საზარანდიოს უბანში 6 კილომეტრიანი მონაკვეთის აღდგენასა და მოსაცდელის გაკეთებას.საპროტესტსო აქციის მონაწილეებს უპასუხა საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ. მისი თქმით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დაპროექტებულია და უახლოეს დღეებში დატენდერდება 5 კოლომეტრიანი მონაკვეთი. “ეს არის ჯიხაშკარი-ზუგდიდი-წალენჯიხის მონაკვეთი, რომელიც ორ მუნიციპალიტეტს აკავშირებს. ჩატარდება ტენდერი გამოვლინდება გამარჯვებული და სავარაუდოდ, ამ წლის ბოლოსთვის დაიწყება გზის სამშენებლო სამუშაოები”.
ამ დროისათვის, აქცია ჯიხაშკარში დასრულდა.