- “მაკდონალდს საქართველოს“ ზუგდიდის რესტორნის დირექტორი ნანა კვიციანი რეი კროკის საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა. პრესტიჟული ჯილდო „მაკდონალდსის“ რესტორნების დირექტორებს ყოველწლიურად გადაეცემათ რესტორნის საუკეთესო ფუნქციონირების, გუნდის ეფექტური მართვისა და მომხმარებლებისთვის კომფორტული გარემოს შექმნისთვის.
რეი კროკის ჯილდო ნანა კვიციანს ბარსელონაში გამართულ მასშტაბურ ღონისძიებაზე გადაეცა, სადაც „მაკდონალდს საქართველო“ რეგიონში ერთადერთი კომპანია გახდა, ვის თანამშრომელსაც საერთაშორისო აღიარება ხვდა წილად.
ფოტო: წყარო