ჯგუშია, “ბედნიერების დღე” და ნარცისები


დღეს, სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან, “სამეგრელოს ხმის” ლიდერი  თენგიზ ჯგუშია ყვავილებით მივიდა. ჯგუშიამ “ბედნიერების დღე” მიულოცა ჟურნალისტებს , სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს და ნარცისები აჩუქა, ეს ყვავილები, მან, ადმინისტრაციის შენობის წინ მდგარ საჯარო მოხელეების მანქანებზეც დატოვა. დაცვასთან წამიერი დაყოვნების შემდეგ, ჯგუშიამ, ნარცისები გუბერნატორისთვისაც აიტანა კანცელარიაში, თვითონ კი, როგორც მოქალაქემ, ისარგებლა საჯარო სივრცით და საკრებულოს ფოიეში ბრიფინგი გამართა.

თენგიზ ჯგუშიამ, დღევანდელ ბრიფინგზე, რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მათ შორის იყო მერის რიგაგარეშე არჩევნები. “სამეგრელოს ხმის” ლიდერი ამბობს, რომ არჩევნების გაყალბება უკვე დაწყებულია. მან ჟურნალისტებს უჩვენა მის პერსონალურ ტელეფონზე შემოსული შეტყობინება, სადაც საუბარია “წარსადგენ” სიებზე. მისი თქმით, ეს მესიჯი, მას საჯარო მოხელემ მისწერა. “ბატონო თენგიზ, მხოლოდ თქვენთვის შეიძლება ამის თქმა. “ქართულმა ოცნებამ” დაავალა ყველა მოსამსახურე პირებს, შვიდი კაცის სია მიიტანოს მთავარ ოფისში, პასუხისმგებლი უნდა იყოს იმაზე, რომ ეს ეს შვიდი კაცი ხმას მისცემს შენგელიას მერობის არჩევნებში. მონაცემები იწერება პასპორტის ნომრებით და მობილურის ნომრითაც. თუ პიროვნება მოეჩვენებათ ეჭვის ქვეშ, მაშინ მზად არიან გადაუხადონ ასი ლარი ერთი ხმის სანაცვლოდ. ინფორმაცია ზუსტი და გარანტირებულია”.

ჯგუშიამ კიდევ ერთხელ ისაუბრა მერის თანამდებობაზე კენჭისყრასთან დაკავშირებით. ამბობს, რომ  თუ “ქართული ოცნება”, ზუგდიდში,მერობის კანდიდატს დაასახელებს, ის კენჭს იყრის როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!