ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან, სამოქალაქო მოძრაობა “სამეგრელოს ხმის” დამფუძნებელმა და მერობის მსურველმა კანდიდატმა თენგიზ ჯგუშიამ ბრიფინგი გამართა. “სამეგრელოს ხმის” ლიდერის ინფორმაციით, არჩევნების გაყალბების კამპანიის ესკალირება მიმდინარეობს ყოველდღიურად. თენგო ჯგუშიამ მოისურვა მერიის შენობაში შესვლა, თუმცა ამის საშუალება დაცვამ არ მისცა, ამის შემდეგ, მან მოითხოვა ვითარების გასარკვევად ჩამოსულიყო პრესსამსახური.
ამ ვითარებაში მერიასთან მან შენიშნა „ქართული ოცნების“ კოორდინატორმა ზეზე ქირია და მას მერობის კანდიდატმა მოსყიდული და გაუნათლებელი უწოდა.
აგიტატორმა კი მას უთხრა, რომ ის უზრდელია.