დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, თენგო ჯგუშიამ შეხვედრა გამართა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან და ზუგდიდელ ახალგაზრდებთან. შეხვედრაზე, მერობის კანდიდატმა განმარტა, რომ ახალგაზრდობის პრობლემის ინვენტარიზება უნდა იყოს მერის ძირითადი ფუნქცია და ნომერ პირველი ამოცანა.