ჯგუფი ABBA 40 წლის შემდეგ ახალი ალბომით ბრუნდება


  • 40 წლის შემდეგ შვედური ჯგუფი ABBA მუსიკალურ ალბომს უშვებს, რომელშიც 10 ახალი კომპოზიცია შევა.

თავდაპირველად აგნეტა ფელტსკუგი, ბიორნ ულვეუსმა, ბენი ანდერსონმა და ანი ფრიდ ლიუნგსტადმა გადაწყვიტეს ორი კომპოზიცია ჩაეწერათ, თუმცა შემდეგ მთელი ალბომის ჩაწერის სურვილი გაუჩნდათ.

ლონდონში გამართულ ონლაინპრესკონფერენციაზე ABBA-მ ალმობის სახელწოდებაც გაამხილა: „Abba Voyage“, რომელიც 5 ნოემბერს გამოვა.

„I Still Have Faith In You“ და  „Don’t Shut Me Down“ ასე ჰქვია 10 სიმღერიდან ორს, რომლებიც ჯგუფის ახალ ალბომში შედის.

ABBA – ს განცხადებით, 2022 წელს ლონდონში ჯგუფი დიდ შოუსაც გამართავს ალბომის სახელწოდებით „Abba Voyage“. შოუსთვის 3 ათას მაყურებელზე გათვლილი სპეციალური არენა შენდება.

ახალი ალბომისა და გასამართი კონცერტების სერიის პოპულარიზაციისთვის ჯგუფმა ახალი ვებგვერდიც შექმნა. ABBA-მ ბოლო სტუდიური ალბომი „The Visitors“ 1981 წელს გამოუშვა.

შვედური კვარტეტი 1972 წელს გაიცნო მსმენელმა, როცა მათ პირველი კომპოზიცია „People need love“ ჩაწერეს.

ჯგუფს  8 სტუდიური ალბომი და რამდენიმე ათეული სინგლი აქვს გამოშვებული. მათი სიმღერების კრებულები დღემდე გამოდის.

მართალია, დაშლის შესახებ კვარტეტის წევრებს ოფიციალურად არასდროს განუცხადებიათ, მაგრამ 1983 წლის შემდეგ ABBA-ს აღარფერი ჩაუწერია.

2000 წელს შვედურ კვარტეტს ბენდის აღდგენა, მსოფლიო ტურნე და მილიარდდოლარიანი კონტრაქტი შესთავაზეს, რასაც ისინი არ დათანხმდნენ.

2010 წლის 15 მარტს ჯგუფი ABBA როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრი გახდა.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!