ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სასწრაფო დახმარების ექიმები 500-ლარიან დანამატს მიიღებენ


  • ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვიტა, რომ სასწრაფო დახმარების ექიმები 500 – ლარიან დანამატს მიიღებენ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„ ჩვენ რამდენიმე თვეა, თითქმის წელიწადია, რაც ექიმებს ვაძლევთ დანამატებს, რაც გაწერილია და საკმაოდ მაღალია მთელი სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება. დამატებით, საბჭოს მხრიდან, გუშინ, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ სასწრაფო დახმრების ექიმებს, რომლებიც განსაკუთრებით რთულ პირობებში მუშაობენ, მათ სახელმწიფოს მხრიდან გაეცემათ 500-ლარიანი დანამატი, იმის მიუხედავად რომელ რეგიონში არიან დასაქმებულები“, – განაცხადა ტიკარაძემ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!