- დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბში “სარკმელი”, გულების ოთახში ,,ახალი სახეები“ გაიმართა.
მსმენელის წინაშე საკუთარი შემოქმედებით წარსდგა ნარაზენის საჯარო სკოლის, XII კლასის მოსწავლე ლილე კვირკვია.
ახალგაზრდა პოეტის შემოქმედებით მიღებულ ემოციებზე ისაუბრეს მისმა მეგობრებმა, სასახლის თანამშრომლებმა, დედამ, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა და როგორც შეხვედრაზე გაცხადდა, თავადაც წერს ლექსებს.
ლილე კვირკვია: “ძალიან დიდ მადლობას ვუხდი პროექტის ორგანიზატორებს გულთბილი მიღებისთვის. დღევანდელი შეხვედრა მეტად მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი იყო ჩემთვის. დარწმუნებული ვარ, კიდევ ძალიან ბევრჯერ შევხვდებით ერთმანეთს და თანამშრომლობას გავაგრძელებთ”.
პროექტი მიზნად ისახავს, ნიჭიერ, შემოქმედებით ახალგაზრდებთან შეხვედრას და მათ გაცნობას ფართო აუდიტორიისთვის.
მასალა მოამზადა მარიამ კუტალიამ