ხმაური კულტურის სახლში


დღეს, კულტურის სახლში, სადაც დროებით ზუგდიდის თეატრია განთავსებული, ანსამბლ “თუთარჩელას” მოცეკვავეები, ხელმძღვანელთან მალხაზ გვარამიასთან და მშობლებთან ერთად შეიკრიბნენ. ისინი ითხოვდნენ შენობაში შესვლას. 

მათი ინფორმაცით, მოცეკვავეები ვერ ახერხებდნენ რეპეტიციის გავლას, რადგან სივრცე თეატრის დასისთვისაა განკუთვნილი. შ.პ.ს. ზუგდიდის კულტურისა და ხელოვნების სახლის ყოფილმა დირექტორმა ნატო გელენავამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი განმარტებით, ისინი ითხოვენ შ.პ.ს. რეორგანიზაციას და მოცეკვავეები დაუბრუნდნენ თავიანთ ადგილებს.

ბავშვები შენობასთან შეიკრიბდნენ შეძახილებით “შეგვიშვით”, “შეგვიშვით”, მოგვიანებით მსახიობებმა, რომლებიც რეპეტიციას გადიოდნენ, შიგნით შეუშვეს ისინი. მსახიობებსა და მშობლებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.

მშობლები ამბობენ, რომ რამდენი თვეა წვალობენ. რამდენჯერმე გამოიცვალეს სხვადასხვა დარბაზი და არ აძლევენ ბავშვბებს რეპეტიციის გავლის უფლებას. “მშობლები ვითხოვთ, ბავშვებს დაუბრუნონ დარბაზი, რათა იმეცადინონ ნორმალურ პირობებში.”- გვითხრა მშობელმა მედეა ხურციამ.

ადგილზე მივიდა მერიის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა. ის დახურულ კარს მიღმა ესაუბრა ანსამბლის ხელმძღვანელს და მსახიობებს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენატარი გააკეთა “თუთარჩელას” ხელმძღვანელმა მალხაზ გვარამიამ. მისი ინფორმაციით, მოხდება მათი დაკმაყოფილება ალტერნატიული ფართით. “ხვალ გვეტყვიან ყველაფერს, სად, რა, როგორ ვიქნებით”.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის პრესამსახურმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ხელშეწყობა და მათი მხარდაჭერა. მუშაობენ ალტერნატიულ ფართზე. “უახლოეს დღეებში მათ ექნებათ ფართი, მაგრამ სავარაუდოდ, ეს არ იქნება კულტურის სახლში” -უთხრა ჟურნალისტებს მაგდალიანა თოდუამ.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!