დღეს, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიმ ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის დომენტი (ზვიად ) სიჭინავას პრესსამსახურის მაგდა კლდიაშილის სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა.
კლდიაშვილი ვიდეოში საუბრობს, ზუგდიდში უეფას მესამე კატეგორიის სტანდარტების შეუსაბამოდ სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებით. კერძოდ, ბეტონის ჯებირებზე, რომელიც მოედანს გარს აქვს შემოვლებული. დღევანდელ პრესკოფერენციაზე ქალაქმშენებლობის სამსახურის უფროსმა მამუკა ლოგუამ აღნიშნულ ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა. მისი თქმით, ვიდეოჩართვა ემსახურება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტის დისკრედიტაციას. მამუკა ლოგუამ ჟურნალისტებს გადასცა 2015 წლით დათარიღებული დოკუმენტი, სადაც ხელს აწერს მაშინდელი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დომენტი(ზვიად) სიჭინავა, სადაც აღნიშნულია, რომ პროექტი უეფას მოთხოვნებს სრულიად აკმაყოფილებს.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=9L9iTGGLq9k[/embedyt]
მოგვიანებით, პრესკონფერენცია გამართა ზვიად სიჭინავამ, რომელმაც ჟურნალისტებს უთხრა, რომ მას, თავის დროზე, ხელი არ მოუწერია დოკუმენტზე, რომელიც ითვალისწინებდა სტანდარტების ისეთ დარღვევას, როგორც ეს არის წარმოდგენილი დღეს, სტადიონის მიმდინარე მშენებლობაზე, რომ მან ხელი მოაწერა მარტო რეკომენდაციას უეფას სტანდარტების სტადიონის მშენებლობაზე, სადაც გალავანი არ იყო გათვალისწინებული.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=EWkfA93R9Tk[/embedyt]