ხმაურიანი დღე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში


დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ხმაურიანი აღმოჩნდა,–სხდომას ესწრებოდნენ სუპერმარკეტის როგორც გარევაჭრობის, ასევე შიდავაჭრობის წარმომადგენლები.სხდომას ესწრებოდა მერის მოადგილე მაიზერ ნანავა, რომელმაც საზოგადოებას  მოახსენა მერიის ცალსახა გადაწყვეტილება, რომ ზუგდიდში გარევაჭრობა არ აღდგება.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=YbPWBKaSNQE[/embedyt]

სხდომის მიმდინარეობის პერიოდში, ხმაურიანი გამოსვლები იყო, როგორც გარემოვაჭრეების მხრიდან, ასევე ოპოზიციური პარტიის დეპუტატების მხრიდანაც.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=bc0laeJdX3A[/embedyt]

საკრებულომ, დღევანდელი სიტუაციებიდან გამომდინარე, შექმნა სპეციალური კომისია, რომელშიც დეპუტატებთან ერთად შევლენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მოვაჭრეებმა, კომისიის შემადგენლობაში ყოფნაზე უარი განაცხადეს. გარემოვაჭრეები შაბათ–კვირას შეწყვეტენ აქციას, ორშაბათიდან კი ისევ აპირებენ მის განახლებას.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!