- ხვალ, 5 ნოემბერს, 12:00-სთ-ზე, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ჟურნალისტთა კლუბი “სარკმელი“, უკვე მეხუთედ, გამართავს ლიტერატურულ ფენ-მარათონს “სარკმელი 2022”.
 
PEN-მარათონის კონკურსის მონაწილეები წერენ სურვილისამებრ ორ ენაზე, ქართულ და მეგრულ ენებზე.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სასწავლო-მეთოდური განყოფილების უფროსი მედეა თორია “ზუგდიდელებთან” ამბობს, რომ “ლიტერატურული კონკურსის PEN მარათონის “სარკმელი 2022“ შედეგად ახალგაზრდები ქმნიან ენობრივ-სტილისტური ნორმების დაცვით სხვადასხვა სახის ლიტერატურულ ნამუშევრებს. ავლენენ წერილობითი და სხვა სახის კომუნიკაციის უნარს, ვლინდება მშობლიური ენის კულტურისადმი ღირებულებითი დამოკიდებულება.”
PEN-მარათონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს, რომლებსაც გააჩნით შესაბამისი ნიჭი და უნარი.
კონკურსის შემდეგ, სპეციალური ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს შემდეგ ნომინაციებში:
- ყველაზე კრეატიული ნაშრომი;
 - საუკეთესო ჩანახატი;
 - საუკეთესო წარმოსახვითი ინტერვიუ;
 - საუკეთესო რეპორტაჟი;
 - საუკეთესო ლექსი;
 - საუკეთესო ზღაპარი,
 - ჟიურის რჩეული;
 - PEN-მარათონში მთავარი პრიზი-“ნინელის“ პრიზი;
 
PEN მარათონში გამარჯვებულებს, გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები და დიპლომები.
