- 17 აპრილს, 19:00 საათზე, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, წარმოგიდგენთ სპექტაკლს “ანა ფრანკის დღიური”. რეჟისორი გახლავთ გიორგი სიხარულიძე.
სპექტაკლი მოგვითხრობს, მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ისტორიაზე, რომელიც პატარა გოგონას ანა ფრანკის გარშემო ვითარდება. სპექტაკლი ეხება ადამიანების ურთიერთობაზე, რომელსაც თან სდევს შიში, სასოწარკვეთა და ისტერიკა. არსებულ უიმედობაში მთავარი გმირის ოპტიმიზმი და შემართება ბოროტებასთან ბრძოლის ერთადერთი იარაღი ხდება, რაც საშუალებას აძლევს რეალობას მოწყდეს, იოცნებოს და ამ ოცნებეში ჩაბნელებული კედლების მიღმა მთელი სამყაროს მშვენიერება შეიგრძნოს.