- 14 ივნისი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ბოტანიკურ ბაღში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება, მათ შორის სპორტული აქტივობები, ხატვის მასტერკლასი, ხანდაზმულთა დღის ცენტრის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და კონცერტი.
ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიებები ბოტანიკურ ბაღში 18:00 საათიდან დაიწყება, ბოტანიკურ ბაღში შესვლა კი 17:00 საათიდან უფასო იქნება.