ხე-ტყის უკანონო მოპოვების და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა


  • ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტებზე კანონმდებლობის გამკაცრების მიზნით, 2025 წლის მაისის თვეში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ იქნა საკანონმდებლო ცვლილებები.

ცვლილებამდე ხე-ტყის შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადებისათვისა და ტრანსპორტირებისათვის, პირველ შემთხვევაში, გათვალისწინებული იყო 2000 ლარი ჯარიმა, ხოლო განმეორების შემთხვევაში – 5000 ლარი. ცვლილების შემდეგ, ასეთი განმეორებითი ქმედება პირდაპირ შეფასდება სისხლის სამართლებრივ დანაშაულად.

ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

9 + two =

Akismet ანტისპამი