“ხელოვანი კოლხი-ერი”


  • ხელოვნებისა და კულტურის განვითრების ცენტრმა “ქართული”, რიგით IV ხელოვნების ფესტივალი სლოგანით “ხელოვანი კოლხი-ერი” ჩაატარა.

ფესტივალი რეგიონალური მასშტაბით გაიმართა და სრული ანშლაგით მიმდინარეობდა.

ფესტივალზე მონაწილეობას ღებულობდნენ: მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „ქართული“. ხელმძღვანელები ნანა ნოდია, ელგუჯა მამალაძე, მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლის ქორეოგრაფიული ანსამბლი “თუთარჩელა“. ხელმძღვანელი მალხაზ გვარამია. ქორეოგგრაფები: თამუნა ერემაძე და ნიკა მალაზონია. ქორეოგრაფიული ანსამბლი “ქილორი“. ხელმძღვანელი ნიკა ჯომიდავა და ჟანა გაგუა, ოზურგეთის სანიმუშო საბავშვო სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლი “ზენაარი“.  ხელმძღვანელი საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის გურიის რეგიონის თავმჯდომარე მელის ნადირიძე, ირმა სვანაძე. ქორეოგრაფი, ვასილ ნადირიძე. მუსიკალური გაფორმება აჭარის აკადემიურ ანსამბლ  “არსიანი“ -თან არებული ბენდი “მაჭახელა“, “სტუდია ზენაარი“  ხელძღვანელი, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის გურიის რეგიონის თავმჯდომარე მელის ნადირიძე, ირმა სვანაძე.  ქორეოგრაფი, ზურაბ წულაძე, ნასაკირალის საჯარო სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი “იმედი“  ხელძღვანელი ზურაბ წულაძე, ხობის მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი „ცოტნეიდელი“ ხელმძღვანელი კობა გერგაია, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ქორეოგრაფიული ანსამბლი „მტრედები“ ხელმძღვანელი გურგენ სამუშია,  ანსამბლი “იმედი“, ქორეოგრაფიული ანსამბლი „სხივი“,  ქორეოგრაფიული ანსამბლი „იმერი“ და ქორეოგრაფიული ანსამბლი “ოდაბადე“.

ფესტივალის მიზანი იყო ახალგაზრდების შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა, მოზარდი თაობის ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, ცეკვისა და სიმღერის ხელოვნებისადმი სიყვარულის გაღვივება.

ფესტივალის დირექტორი გახლავთ ნატალია კემულარია, დამფუძნებლები: ნინო გოგოხია და მალხაზ გვარამია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!