ხაჭაპური მსოფლიოს საუკეთესო ყველიან საჭმელებს შორის დასახელდა


  • ხაჭაპური მსოფლიოს საუკეთესო ყველიან საჭმელებს შორის დასახელდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

კულინარიული გზამკვლევი TasteAtlas ხაჭაპურს ყველისგან მომზადებულ 50 კერძს შორის ასახელებს. გზამკვლევის რეიტინგში ხაჭაპური მე-7 პოზიციაზეა. აღსანიშნავია, რომ 50 კერძს შორისაა აჭარული, მეგრული, სვანური, გურული და იმერული ხაჭაპური. გზამკვლევში აღწერილია თუ რა ინგრედიენტებისგან მზადდება ხაჭაპური.

TasteAtlas-ის რეიტინგი გურმანთა შეფასების მიხედვით არის შედგენილი.  TasteAtlas-ის პლატფორმაზე 10 ათასზე მეტი ტრადიციული კერძი და სასმელია წარმოდგენილი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!