ხანძარი სამეგრელოს სოფლებში /ფოტოები/


  •  ჩვენმა კორესპონდენტმა ირაკლი გვასალიამ, მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ დღეს, დილის 10 საათზე, ცეცხლის კერა, სოფელ ოირემეში გაჩნდა. იქიდან კი გადედო კახათს, ერგეტას და გადავიდა ანაკლიაში. დაიწვა კივის, მოცვის-3, მარწყვის, კომბოსტოს პლანტაციები, საძოვრები, თხილნარები. მისივე ცნობით, ცეცხლი ჯერ კიდევ არ არის ლოკალიზებული ბოლომდე, რამდენიმე კერა კიდევ დარჩა. გთავაზობთ, ჩვენი კორესპონდენტის ფოტორეპორტაჟს შემთხვევის ადგილებიდან.

პარალელურად ცეცხლი გაჩნდა ჩხოროწყუში, სოფელ სარაქონში. გუშინ კი ცეცხლი წალენჯიხაში, კურორტ სკურის ტყეს გაუჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტიდან შემოსულია 40-ზე მეტი შეტყობინება მინდვრის ხანძრების შესახებ. ცეცხლი, ძირითადად, უკიდია ბალახს და ეკალბარდს. ადგილებზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები.

პრევენციისა და დახმარების მიზნით გურიიდან, აჭარიდან და იმერეთიდან ხდება დამატებითი ძალების და სახანძრო ტექნიკის მობილიზება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!