ხანძარი აფხაზეთის სოფლებში (ექსკლუზივი-ფოტო, ვიდეო)


  • ოკუპირებული გალის რაიონის რამდენიმე სოფელში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ხანძარმა ადგილობრივებს თხილნარები და ყანები გაუნადგურა.

ამ ვიდეოებში და ფოტოზე ჩანს, როგორ იწვის ტყე და როგორ უახლოვდება ცეცხლი დასახლებულ ადგილებსაც.

.


დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გალის რაიონში გაჩენილი ხანძრის კერები, ამ ეტაპზე, ლიკვიდირებულია. ამავე ცნობით, სოფლებში: სიდა და ზემო ბარღები, ცეცხლის ქრობის პროცესში, გალის სამაშველოს მეხანძრეები სოხუმიდან, აგუძერადან და ოჩამჩირედან ეხმარებოდნენ.
ქართული საინფორმაციოების ცნობით კი, ხანძარი ჯერ კიდევ არ არის ლიკვიდირებული გალის სოფლებში.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ წუთებში, ტყის ხანძრის კერები ოკუპირებული აფხაზეთის გაგრის რაიონშიც გაჩნდა.

სპეციალურად “ზუგდიდელებისთვის”

ირაკლი გვასალია

 

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!