ხანდაზმულთა დღის ცენტრის ბენეფიციარების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა


  • საგუნდო-სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში, ხანდაზმულთა დღის ცენტრის ბენეფიციარების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თავდაპირველად დღის ცენტრი რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრმა “თანაზიარი,“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გახსნა, ბოლო 2 წლის განმავლობაში კი ის სრულად მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით განაგრძობს ფუნქციონირებას.

დღის ცენტრი მარტოხელა, უმწეო და სოციალურად დაუცველ ხანდაზმულებს ემსახურება და მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და სოციალიზაციას უწყობს ხელს, საჭიროებებზე ორიენტირებული სერვისების მიწოდების გზით.

დღის ცენტრი სოციალური საცხოვრისის შენობაშია განთავსებული.

დღესვე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურად დაუცველი ოჯახების და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი პროექტების ფარგლებში დაფინანსებულ 12 ქალს სპეციალური ტექნიკა და სერთიფაკეტები გადაეცა.

პროექტების თანადაფინანსების კომისიამ, ა(ა)იპ ,,ქალთა სექტორის“ პროექტი ქალთა ფსიქო-სოციალური და პროფესიული მდგრადობა დააფინანსა, რომლის ფარგლებშიც 12-მა ქალმა პოლიმერული თიხის კურსი გაიარა.

პროექტის 12-ვე მონაწილეს,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ თიხის გამოსაწვავი ღუმელები გადასცა.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 2022 წელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ 7 პროექტი დააფინანსა.

ღონისძიება მუსიკალურად დღის ცენტრის ბენეფიციარების ანსამბლმა და სახელოვნებო სკოლების გაერთიანების მოსწავლეებმა გააფორმეს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!