ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ახალი, უნიკალური პროექტის „ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი“პრეზენტაცია გაიმართა. გამგეობა პროექტს მუნიციპალიტეტის გამგეობა არაკომერციულ ორგანიზაცია PIN ის მხარდაჭერით ახორციელებს.
სამიზნე ჯგუფს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მარტოხელა ხანდაზმულები წარმოადგენენ, რომელთაც არა აქვთ ფიზიკური და ეკონომიკური საშუალება მოიწესრიგონ საცხოვრებელი გარემო-პირობები და ჰიგიენა. პროექტისთვის შეირჩა 30 ბენეფიციარი, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ ამ პროექტში ჩართვას. პროექტისთვის შეძენილიქნა სპეციალური მიკროავტობუსი, რომელიც აღჭურვილია სარეცხი მანქანით, წყლის ავზითა და ყველა საჭირო ინსტრუმენტით. სერვისის დასანერგად ჩამოყალიბდა სამედიცინო მუშაკით, დამლაგებლით, მძღოლით და ახალგაზრდა მოხალისეებით დაკომპლექტებული მობილური ჯგუფი. პროექტის ხანგრძლივობა 7 თვეა და ის დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“. პროექტის პრეზენტაციაზე სოციალური დაცვის განყოფილების უფროსმა გოგი რევიამ გამგეობის სოციალური პროექტები წარადგინა. გამგეობა 12 სოციალურ პროგრამასა და 36 ქვეპროგრამა სწარმატებით ახორციელებს.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=YWsTzVX9iKA[/embedyt]
პროექტის პრეზენტაციას მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა, გამგებლის მოადგილეები, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, არასამთავრობო ორგანიზაცია PIN-ის, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. პროექტში ჩართულ ბენეფიციარებს საკვებით რესტორანი„ბერმუხა“, საჭირო მედიკამენტებით ზუგდიდისმუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ედიტა კოდუა უზრუნველყოფენ, ხოლო მიკრო-ავტობუსისთვის სარეკლამო პოსტერები ტექნო-პარკმა დაამზადა.