ქალაქის ბულვარის რეკონსტრუქცია დაახლოებით ერთი თვეა დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ მის დღევანდელ იერ–სახეს ოპონირებას ბევრი ადამიანი უწევს, მისი სისუფთავე, სიკოხტავე და ამ სახით შენარჩუნება ჩვენზეც არის დამოკიდებული. სამწუხაროა, რომ ბულვარის გვერდითა გაზონებში, სწრაფადვე გაჩნდა ხელოვნური ბილიკები. მოქალაქეების კატეგორია, ბულვარის გადამკვეთი სპეციალური სავალი ბილიკებით არ სარგებლობს და მეორე მხარეს გადასასვლელად მოკლე გზას პირდაპირ გაზონებიდან “აბამს”.
ასეთი ათეული ხელოვნურად “გაბმული” სავალი ბილიკი დააფიქსირა “ზუგდიდელების” ფოტოკამერამ. დღეს კი, სწორედ ამ საკითხზე გამოთქვა გულისტკივილი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე, მოქალაქე მერაბ დანელიამ.