რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრ ,”თანაზიარის” ხელმძღვანელი ხათუნა ბეჭვაია, უკვე მესამედ დასახელდა კატო მიქელაძის სახელობის პრემიის ნომინანტად. გამარჯვებულს ამ საღამოს გამოავლენს ჟიური. ქალთა ფონდმა საქართველოში 2013 წელს დააწესა “კატო მიქელაძის სახელობის პრემია”, რომელსაც ყოველწლიურად, 29 ნოემბერს, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს გადასცემს ქალთა უფლებების დამცველ ერთ აქტივისტს საქართველოში. საპრიზო თანხა შეადგენს 1500 ევროს.