ჭაქვინჯის ციხე ევროპა ნოსტრას მიერ გამარჯვებულად გამოცხადებულ 7 ძეგლს შორისაა, რომელიც 10 000 ევროს დაფინანსებას მიიღებს


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჭაქვინჯის ციხე ევროპა ნოსტრას მიერ გამარჯვებულად გამოცხადებულ 7 ძეგლს შორისაა, რომელიც 10 000 ევროს დაფინანსებას მიიღებს.

უწყების ცნობით, ნომინაციები წარდგენილ იქნა ევროპა ნოსტრასა და ევროპის მემკვიდრეობის ალიანსის წევრი ორგანიზაციების, ასოცირებული ორგანიზაციების, ან ინდივიდუალური წევრების მიერ. ძეგლების შერჩევა მოხდა მემკვიდრეობის გამორჩეულობისა და კულტურული ფასეულობის მიხედვით.

ევროპა ნოსტრა პროგრამას ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტთან პარტნიორობით ახორციელებს. ის მხარდაჭერილია ევროკავშირის პროგრამის ,,შემოქმედებითი ევროპის” მიერ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!