“წლები ბიბლიოთეკარად”


  • დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ჩატარდა საღამო “წლები ბიბლიოთეკარად”.

შეხვედრაზე, ისაუბრეს ღვაწლმოსილ ბიბლიოთეკარებზე, რომლებიც წლებია თავიანთ საქმეს ერთგულად ემსახურებიან.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორის მოადგილის მანანა გვარამიას განცხადებით: “ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ინიციატივით, მოეწყო საღამო ბიბლიოთეკარებისთვის. შევარჩიეთ 10 სახელოვანი, დამსახურებული ბიბლიოთეკარი. ესენი გახლავთ: ფასო სოსელია, ზამული მელია, მარინა ქარცხია, ნათელა კუხალეიშვილი, მზიური კუტალია, ქეთინო ფონიავა, ელისო მითაგვარია, ლალი სიჭინავა, ციალა ფაცაცია და ვალენტინა შერვაშიძე. დღევანდელი დღე, ძალიან საინტერესო, ლამაზი და ემოციური გამოვიდა. ვილაპარაკეთ მათ დიდ სიყვარულზე წიგნიერებისადმი და ახალგაზრდებისადმი. ვფიქრობ, საჭიროა ადამიანებს დაუფასდეთ შრომა, როცა ათეულობით წელი საყვარელ საქმეს ემსახურებან. მინდა მადლიერების გრძნობა გამოვხატო მათ მიმართ და ვუსურვო თითოეულ მათგანს დიდი ხნის სიცოცხლე წიგნიერების სადარაჯოზე”.

ბიბლიოთეკარები დაჯილდოვდნენ მადლობის სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!